,,საქართველოს მთავრობა გორში სტალინის ძეგლის არ აღმართავს", _განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის ნაციონალურ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვის ,,წელს სტალინის მონუმენტი ისევ დაიდგა გორში? საპასუხოდ.
,,როდესაც განგიცხადეთ, რომ წინა მთავრობა ძლიერ „პიარტექნოლოგიებს" იყენებდა, მინდა დავაზუსტო, რომ ისინი „პიარს" კვლავაქტიურად იყენებენ. და ესაა სწორედ ამ ყველაფრის მიზეზი, არანაირი სტალინის მონუმენტის აღმართვა არ ხდება გორში, ეს ტყუილია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არ მოხდება. საქართველოს მთავრობა ამას არ გააკეთებს, ეს სასაცილოა, _აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა სურვილის შემთხვევაში დამოუკიდებლად სტალინის ძეგლს ვერ აღადგენს, რადგან ამისთვის ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა სჭირდება.
,,ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რადგან ამ ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა სჭირდება. ეს მცდარი ინფორმაციაა, რითაც ისინი დასავლურ პრესას ასაზრდოებენ. ეს ისეთი არასერიოზული საკითხია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა სერიოზულად. მე რომ განვაცხადო, რომ აქ აღმოვაჩინე სტალინის ძეგლი, დამიჯერებთ?!", -აცხადებს ღარიბაშვილი.