"მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასუვერენიტეტის სრულ პატივისცემას."- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაეროს შტაბ-ბინაში გამართული ორმხრივი შეხვედრების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რასმუსენმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის გაანხლებაც შეაფასა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
"როგორც იცით, ჩვენ საკმაოდ მკაფიო პოზიცია გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით. მოვითხოვთ მისი ტერიტორიული მთლიანობის დასუვერენიტეტის სრულ პატივისცემას. ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთასორისო ვალდებულებები. ეს ნაბიჯები სწორედ საერთსორისო ვალდებულებებთან არის წინააღმდეგობაში,"- განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.