"არავის არ ახსოვს, რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი თუ რომელიმე სახელმწიფო ხელისუფალი ასე გულღიად დამჯდარიყო და გულახდილად, გულწრფელად ესაუბრა ყველა საკითხზე,"- ამის შესახებ საქართველოს უმაღლესი საკანონმდბლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ექსპერტებთან დღეს გამართული შეხვედრის კომენტირებისას ისაუბრა.
აბაშიძის თქმით, "პრემიერ-მინისტრმა პიროვნულ საკითხებზე, სახელმწიფოში მიმდინარე შიდა თემებზე, საგარეო პოლიტიკაზე და სხვა არაერთ თემაზე გამოთქმულ მოსაზრებებს სათანადოდ უპასუხა."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ექსპერტებს შორის დღეს გამართული შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ექსპერტებსა და ივანიშვილს შორის რიგ საკითხებზე შეკამათებაც მოხდა. პრემიერმა ექსპერტებს მთავრობის მუშაობისადმი მუდმივად კრიტიკული მიდგომები დაუწუნა და მათ მიერ სხვადასხვა მედიასასუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებსი გაჟღერებული მკვეთრი განცხადებების გამო, განმარტებები მოსთხოვა.