"ღმერთმა ნუ ქნას და დაგვიფაროს, რამე რომ მოხდეს, მარგველაშვილის შემცვლელად არავინ გუნდში არ ვიცი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, "გიორგი მარგველაშვილის შეფასებისას ასახელებენ, რომ ის სუსტი პიროვნებაა, თუმცა რეალობა საპირისპიროზე მეტყველებს და პრინციპულობის თვალსაზრისით მისი მსგავსი გუნდში მეორე არ მოიპოვება".
"პრობლემა არის არა გიორგიში, რომელც არა მარტო ჩემი გადმოსახედიდან,. კონკრეტულად დამისახელეთ, რა გინდათ ამ კაცისგან?! რა არ აქვს?! ყველაფერი აქვს. პრობლემაა ისევ ჩვენში. ისეთი გვინა, რომ გამოვიდეს და მჯიღებს ირტყამდეს, როგორც გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ რაღაც საოცრებებს. მე მგონი, რომ საზოგადოება ითხოვს რაღაც ზეკაცს, რომ გიორგი უნდა იყოს რაღაც საოცრება. ამ დროს მე გეუბნებით, რომ ამ კაცს ყველა თვისება აქვს, ის რაც ჩვენ გვინდა და სჭირდება საზოგადოებას. არ გვინდა რა ეს საოცრებები ხალხო, დაანებეთ საოცრებებს თავი. ამ კაცს ყველა თვისება აქვს. მე გადაჭარბებულად თუ ვამბობდე, უსინდისო ვიყო, მეორე რომ დამჭირდეს ახლა, არავინ მსგავსი არ არის გუნდში ვისაც მე ვიცნობ. ღმერთმა ნუ ქნას და დაგვიფაროს, რომ რამე მოხდეს, მარგველაშვილის შემცვლელად არავინ მსგავსი არ ვიცი. რომ გგონიათ, რომ სუსტია და ივანიშვილს გავლენა აქვს, ბოდიში მოიხადეთ, თუ არ დაარწმუნე გიორგი, ვერაფერს აკადრებინებ. ძალიან პრინციპულია,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.