,,შეხვედრის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი კრიტიკულ მოსაზრებებს უფრო გაგებით მოეკიდა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შეფასებისას. როგორც საყვარელიძემ განმარტა სასურველი იქნება თუ მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
მისივე განმარტებით, მეტი პროდუქტიულობის მიზნით უმჯობესი იქნება გარკვეულ საკითხებზე შეხვედრა თუ დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
,, პირადად ჩემთვის შეხვედრა პოზიტიური, დინამიური იყო და მოწყენილობა არავის არ ეტყობოდა. ამიტომ კარგი იქნება თუ შეხვედრები კიდევ გაიმართება, თუ არ გაგრძელდება, ჩვენ ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ", _განაცხადა საყვარელიძემ, რომელიც ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას პრემიერი მკაცრი ხომ არ იყო ექსპერტების მიმართ პასუხობს:
,,ჩვენ შესაბამისად ვუპასუხეთ დიალოგი იყო და არა მონოლოგი. პრემიერი უფრო კრიტიკული კრიტიკული მოსაზრების მიმართ იყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ შეხვედრის ბოლოს მისსავე ტერმინს თუ გამოვიყენებთ კრიტიკული მოსაზრებებს უფრო გაგებით მოეკიდა", _განაცხადა საყვარელიძემ.