,,სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება, კარგად ვერ გავერკვევით ჩვენს დამოკიდებულებებში ყველაზე დიდ მეზობელთან", _განაცხადა ექსპერტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილი.
პრემიერი საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პროცესებს სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს,
"ჩემი გადმოსახედიდან და იმის მიხედვით, რაც ვიცი ფორმალურად და არაფორმალურად, მავთულხლართების გაბმა უკავშირდება ოლიმპიადას. მთელი რუსეთი გადაყოლილია ამ თემას, რომ როგორმე მშვიდობიანად ჩაატაროს ოლიმპიადა. ჩვენ ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად გახსნილად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პირობები შევუქმნათ და მაქსიმალურად დავეხმაროთ. ჩემგანაც ყველა მითითება აქვთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ამას. ბათუმში თქვენ იცით, რომ დავაკავეთ ლაკაევი და ესეც ამას უკავშირდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ღირსეულად ჩაატარონ ეს ოლიმპიადა და მასში მონაწილეობასაც მივიღებთ. ამის შემდგომ ძალიან ბევრი რამე გამოიკვეთება. ჩემი აზრით, დღეს, არც მათ არ აწყობთ ეს მავთულხლართები, არც მათ პოლიტიკაში არ შედის. ამას "ნაციონალები" ალბათ აიტაცებენ და იტყვიან, რომ ვეხმარები ოლიმპიადაში და მავთუხლართებსაც ვამართლებთ. არაფერსაც არ ვამართლებთ, ეს ძალიან მძიმეა და მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ გვერდში დავუდგეთ დაზარალებულ მოსახლეობას. დღესაც ვაცხადებ, რომ დიახ, ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები, გრძელდება მავთუხლართების აგება, რაც ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა ივანიშვილმა.