პრემიერ ივანიშვილის განცხადებით, მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში ქაოსის გაჩენის შესაძლებლობა არ არსებობს. როგორც ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა კოალიციიდან მისი აზრით, არავინ წავა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ.
,,კოალიციიდან ვინ უნდა წავიდეს, სად უნდა წავიდნენ, ვისთან უნდა წავიდნენ. გარწმუნებთ არსად არ წავლენ და კოალიცია იქნება უფრო შეკრული, უფრო მყარი, მთავრობასთანაც თანამშრომლობა უფრო მჭიდრო იქნება, ორივე ნაწილი ერთმანეთს სჭირდება. ჩემი გაცლით უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდება, მთავრობა უფრო ეფექტური იქნება, პრემიერი იქნება უფრო ეფექტური ვიდრე მე ვარ, რადგან მე მოდებული ვარ ბევრ სფეროს და კონცენტრაციას ნაკლებ ყურადღებას ვუთმობ. უფრო შეკრული და მჭიდრო გახდება მთავრობა, იგივე დაემართება პარლამენტსაც. რამდენიმე კაცი შეიძლება გადახტეს, მაგრამ გადახტომით ნახავს, რომ ვერაფერს მიიღებს. პერსპექტივა არ ჩანს სად უნდა წავიდნენ და რა უნდა გააკეთონ. შესაბამისად არც არაფერი არ მოხდება", _განაცხადა ექსპერტებთან შეხვედრისას ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, კოალიცია ადგილობრივ არჩევნებამდე იქნება უფრო ერთიანი და მტკიცე.
,, კოალიცია ჩემი ღრმა რწმენით შემდეგ არჩევნებამდე მივა 90%-ით. 99%-არა და თუ ისეც მოხდა, რომ კოალიცია ერთი პარტია მაინც გამოეყო ამით ცუდი არაფერი მოხდება და არავითარ ქაოსს არ გამოიწევს, ყველაფერი იქნება წესრიგში. დამთავრდა, რომ ტელეყუთებიდან გადატრიალება მოახდინონ", _მიმართა პრემიერმა ექსპერტებს.
მასალის გამოყენების პირობები