ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა რუსეთის გეგმის განხორციელებას ხელს შეუწყობს.
"თავის დროზე, საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი იყო გეგმა, რომელიც კავკასიის ქედის პერიმეტრზე და 40 კმ-იან თავდაცვის სივრცეში საგზაო ინფრასტუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს და ახლა რუსეთი ამ გეგმას ახორციელებს. ლარსის გახსნა კი ამ გეგმის განხორციელებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა არეშიძემ პარლამენტში, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, რუსეთის გეგმით, კავკასიის ქედზე ვერტიკალური და პარალელური გზების მშენებლობა იგეგმება.
"კერძოდ, ახალი 270 კმ-იანი გზა, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, მარუხის უღელტეხილის გავლით - აფხაზეთისაკენ, რა გზის ყარაჩაი-ჩერქეზეთის მონაკვეთი უკვე მზადაა. ამასთან, უკვე აშენებულია გზა, კალაკი - მამისონი, რომელიც 18 კმ-იანია და იგეგმება მისი გაგრძელება ჯავისკენ. გასაგებია ქართველი მესაზღვრეების იძულება, რომ მათ მამისონის უღელტეხილიდან უკან დაეხიათ საქართველოს სიღრმეში 20 კმ-ზე და ე.წ. ნიკოლოზის ხიდის აფეთქების ფაქტიც. ამას გარდა, ამ გეგმის ნაწილია როკის გვირაბის რესტავრაციას და ახალი გვირაბის გაჭრა", - განმარტა ექსპერტმა.
გარდა ამისა, არეშიძის თქმით, "მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჩეჩნეთის, ითუმ-კალის რაიონიდან შატილამდე გამავალი გზის აღსადგენად და იმავდროულად, დამთავრებულია დაღესტნის, ბოთლიხის რაიონიდან გზის მშენებლობა ყვარლის რაიონამდე, რაც პირდაპირ ვლადიმერ პუტინის მითითებით აშენდა".
მამუკა არეშიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ინტესიურად მიმდინარეობს ცხინვალი - ახალგორის გზის მშენებლობა, გზის საპროექტო პროფილიდან და ხარისხიდან გამომდინარე კი ივარაუდება, რომ გზა ახალგორიდან ყაზბეგის რაიონისაკენ გაგრძელდება.
"ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩრდილო ოსეთში დაწყებულია სერიოზული კამპანია ყაზბეგის რაიონის ჩრდილოოსეთისთვის მიკუთვნების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიას დღიდითდღე უფრო მეტი მასშტაბი ეძლევა და მასში უკვე ღიად ჩაერთვნენ ჩრდილოეთოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელები. განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის დუმის დეპუტატი ჩრდილოეთ ოსეთიდან არსენ ფაძაევი" - ამბობს მამუკა არეშიძე.
მისივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირისდროინდელი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი გადის ყაზბეგის რაიონთან, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიზე, ადვილი წარმოსადგენია როგორი ხიფათის შემცველია ასეთი ტიპის პროექტები.
მამუკა არეშიძემ ისიც აღნიშნა, რომ კავკასიის ქედის გასწვრივ პარალელური სავარაუდო გზების მშენებლობის გეგმა შეიძლება განხილული იყოს ყაზბეგის რაიონისა და მიმდებარე ხევსურეთის მაგალითზე.
"კერძოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს და რუსეთის მთავრობებს შორის, მოლაპარაკებების საფუძველზე დემარკაციამდე სახელმწიფო საზღვარი გადიოდა ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის შუაგულში. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქარათველოს მხრიდან ე,წ ეშმაკის ხიდსა და საფორთიფიკაციო ნაგებობა ბზოტის მიდამეობში გაიხსნა საკონტორლო გამშვები პუნქტი ლარსის სახელწოდებით. შემდგომი, გაურკევევლი მოსაზრებების გამო, 90 წლების შუაში, საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღიო პუნქტი გადმოწია 850 მეტრით უკან, ეს ღონსიძიება დროებითი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ დღემდე ასე დარჩა, ამ მონაკვეთს დაერქვა ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც ორივე მხარეს ერთობლივად უნდა გაეკონტორლებინათ, თუმცა ამჟამად კონტროლი მთლიანად რუსეთის ხელთაა", - განმარტა მან.
გარდა ამისა, არეშიძის განცხადებითვე, რუსეთის მიზნების უკეთ გასაგებად, საკმარისია დავხედოთ რუკას. ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ყოფილი ადგილი, სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანი იყო, ის აკონტოლებდა შემოვლით გზებს თერგის აქეთ გველეთამდე და მყინვარის მიმართოლებით მიმავალ გერგეთის შემოვლით გზას. ასევე, ხევსურეთისაკენ მიმავალ გზას, რომელიც ჯარიახის ხეობის პარალელურად მიემართება.
"თუ ვივარაუდებთ, რომ ამ მიმართლების ხელში ჩაგდებით რუსეთი მომავალში თავის გავლენის ქვეშ მოაქცევს ჯუთა - არხოტი - შატილი - ხონეს ჭალა მიმართილებას, მაშინ, გასაგები გახდება მათ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი. ეს მიმართულება დღეს მხოლოდ საჭაპანე ტრანსპორტის გადასაადგილებლად არის ვარგისი, მაგრამ მომავალში შეიძლება რთული პროფილის სამანქანო გზის აშენმება. თუ გავითვალსიწინებთ, რომ ეს ტერიტორიები პარქტიკულად მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი, იოლი მისახვედრია, რომ რუსეთისათვის ნაკლებ პრობლემატურია თავისი ამოცანის შესრულება", - განაცხადა არეშიზემ და დასძინა, რომ ყაზბეგის გაკონტროლებსი შემთხვევაში, რუსეთი მთლიან აღმოსავლეთ საქართველოს იგდებს ხელში.