უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ესაუბრა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
ზელენსკიმ რუტესთან დიპლომატიური ვითარება და სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა.
„მადლობელი ვარ ჩვენი არმიის დღესთან დაკავშირებით ჩვენი სამხედროების მიმართ თბილი სიტყვებისთვის.
მათ ასევე გაცვალეს შეფასებები დიპლომატიური ვითარების შესახებ. ზელენსკიმ რუტეს მიაწოდა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში უკრაინის წარმომადგენლებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.
„ჩვენ დიპლომატიური ვითარების შეფასებები გავცვალეთ და მარკს ამერიკაში ჩვენს წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდს შორის გამართული საუბრის შესახებ ვაცნობე. შემდგომ კონტაქტებზე შევთანხმდით“, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.