"ხალხის პარტიის" თავმჯდომარის კობა დავითაშვილის ინიციატივა „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია" ცვლილების შეტანას ითვალისწინეს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის თანამდებობის პირებს მომავალში ქვეყანაში ყველა იმ მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალებათ, რომელიც არჩევითი არაა.
"აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტოტალიტარული რეჟიმების დასრულების შემდეგ მიღებული იქნა ლუსტრაციის კანონები, რომელიც ამ რეჟიმების თანამდებობის პირებს უკრძალავდა გარკვეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას. ასეთივე კანონი, საკმაოდ დაგვიანებით, საქართველოშიც იქნა მიღებული, მას თავისუფლების აქტი ჰქვია, რომელიც ლუსტრაციის მდგომარეობაში აყენებს კომუნისტური პარტიის თანამდებობის პირებს,"- -ამბობს კობა დავითაშვილი.
დავითაშვილს მიაჩნია, რომ "ერთიანი ნაცინალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში ჩამაოყალიბდა, როგორც ტოტალიტარული ტიპის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანების ცემა, წამება, გაუპატიურება იყო მმართველობის მეთოდი და სისტემური დანაშული და არა ცალკეული ადამაინების მიერ ჩდენილი დანაშაული. ა
"მიტომ, ეს პოლიტიკური პარტია და მისი თანამდებობის პირები პასუხისმგებელი არიან ამ ქვეყანაში დანაშუელბრივი რეჟიმის ჩმოყალიბებაშუ და მათზე სრულად უნდა გავრცელდეს ლუსტრაციის კანონის დებულებები, ამიტომ მათ თანამდებობების დაკავების უფლება უნდა აეკრძალოთ. საუბარია მაღალ თანამდებობაზე, გარდა ისეთი თანამდებობებისა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. ეს ეხებათ "ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებს და არა რიგით წევრებს. "-ამბობს დავითაშვილი.