რუსული საოკუპაციო არმიის ნაწილები აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის 20 წლისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 30 სექტემბერს სოხუმში თავისუფლების მოედანზე გაიმართება და მასში 150 მდე რუსი სამხედრო და 20-მდე საბრძოლო ტექნიკის ერთეული მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საზენიტო კომპლექსები „ოსე" და ჯავშანმანქანები „ბტრ-80".
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებების გენერალური რეპეტიციები სოხუმში 24 და 27 სექტემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები