აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მხარდამჭერებს მისთვის ტაშის დაკვრა მაშინაც შეუძლიათ, თუ ის „ყველაზე დიდ სისულელეებს“ იტყვის.
მე შემიძლია სრული იდიოტიზმი ვილაპარაკო, თქვენ კი ტაშისკვრას აგრძელებთ
ტრამპმა ამის შესახებ 10 ოქტომბერს, ტენესის შტატის ქალაქ კლარკსვილში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ისაუბრა. მან აუდიტორიასთან ურთიერთობაზე საუბრისას გაიხსენა მეგობარი, რომელსაც აინტერესებდა, როგორ ახერხებდა ტრამპი ყოველდღიურად ამდენი ადამიანის წინაშე გამოსვლას.
„როდესაც ამ დარბაზებში დგახარ, გრძნობ, რამდენად უყვარხარ ხალხს. უბრალოდ შესანიშნავია. შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ“, - თქვა ტრამპმა.
მის სიტყვებს აუდიტორიის სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა დაამატა, რომ ის სისულელეებს კი არა, საღ აზრზე დაფუძნებულ მოსაზრებებს გამოთქვამს.
ტრამპი ტენესის შტატში რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდასაჭერად ჩავიდა. აშშ-ში შუალედური არჩევნები 2026 წლის ნოემბერში გაიმართება.