აფხაზ სეპარატისტთა გარდაცვლილი ლიდერის ვლადისლავ არძინბას პირველი სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში ხვალ გაიმართება. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბამ გააკეთა. მისივე თქმით, მოსკოვში სამოქალაქო პანაშვიდის გამართვის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ცხედარს აფხაზეთში გადაასვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯერ ჯერობით გადაწყვეტილი არ არის თუ კონკრეტულად სად გაიმარენა მოსკოვში არძინბასთან გამოთხოვების ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ ვლადისლავ არძინბას დამტკრძალავ ე.წ. სახელმწიფო კომისიას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში უხელმძღვანელებს. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა დღეს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაბადების დღეს გარდაიცვალა. არძინბა 64 წლის იყო, სერგეი ბაღაფშს კი დღეს 61 წელი შეუსრულდა.