პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ის პროცესები რაც ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ვითარდება, საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებში არ ჯდება. როგორც მთავარობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აბაშიძემ განაცხადა ამ საკითხზე რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პრობლემების განხილვა ჩვენს მანდატში არ შედის, ჩვენ ამ საკითხს გვერდს მაინც ვერ ავუვლიდით. ამიტომ ჩემი მხრიდან საქართველოს მთავარობის სახელით გამოვხატე ღრმა შეშფოთება, მკვეთრად უარყოფითი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ბოლო დღეებში ხდება საოკუპაციო ხაზთან", _განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგოლი კარასინს ჰქონდა ისეთი ინფორმაცია, თითქოს ის რაც კონფლიქტის ზონაში ხდება ქართული მხარის მიერ არის პროვოცირებული.
,,მას ისეთი პოზიცია ჰქონდა, თითქოს ის ინციდენტი რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა ქართული მხარის მიერ იყო ინიცირებული. ბუნებრივია ჩვენ ჩვენი ინფორმაცია გვაქვს და ზოგადად, ის რაც ხდება იქნება ეს მავთულხლართების გავლება, თუ კედლების მშენებლობა 21-ე საუკუნეში არავითარ საერთაშორისო ნორმებში არ ჯდება", _განაცხადა აბაშიძემ.