დაღესტანში მომხდარმა აფეთქებამ ორი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია 20 მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტმა-თვიმკვლელმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.
დაჭრილთა შორის არიან ბავშვებიც. აფეთქება საპასპორტო მაგიდის სიახლოვეს მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.