რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს ტელეფონით დაბადები დღე მიულოცა და იქვე ვლადისლავ არძინბას გარდაცვალება მიუსამძიმრა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"მედვედევმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე დაამწუხრა ვლადისლავ არძინბას გარდაცვალების ფაქტით და სერგეი ბაღაფშსა და მთელს აფხაზ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა", _ იუწყება კრემლის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა დღეს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაბადების დღეს გარდაიცვალა. არძინბა 64 წლის იყო, სერგეი ბაღაფშს კი დღეს 61 წელი შეუსრულდა.