საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავზე, რომელითაც ოფიციალური ვიზიტების დროს სარგებლობდა, წარწერა "სოხუმის" გაქრობას პოლიტიკური დატვირთვით ხსნის.
"არის პატარა დეტალი, მე ამაზე პრეტენზია არ მაქვს, იფრინონ ამ თვითმფრინავით. ამას ჰქონდა დიდი წარწერა სახელი "სოხუმი". როდესაც პრემიერი ჩაჯდა, სიტყვა "სოხუმი" გაქრა, ეს არის ოფიციალური ბორტი, ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა. სახელმწიფო სიმბოლიკას აქვს დიდი დატვირთვა, როდესაც იქ გხვდებიან, გიღებენ, აჩვენებენ ტელევიზიებში. ამის დაწერას აქვს სიმბოლიკა და ამის გაქრობასაც აქვს სიმბოლიკა და არამგონია, რომ ეს იყოს საუბედუროდ, შემთხვევითობა. დასაფიქრებელია, როცა ცდილობენ ყველაფერის წაშლას, ასეთი რაღაცების კეთებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და არამგონია, რომ ეს იყოს დადებითი. სახელმწიფო სიმბოლოებს აქვს დატვირთვა, მიუხედავად იმისა, ვინ რას უნდა ფიქრობდეს," - განაცხადა პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გამგზავრებამდე.