საქართველოს პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სწორი მხოლოდ მოკლე დისტანციაზეა. აცხადებს რუსი პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ანდრეი ეპიფანცევი.
„აქ, სინამდვილეში არ არსებობს გადაწყვეტის ნამდვილი მეთოდი. მერწმუნეთ, მე რომ ვიცოდე, რაიმე ხერხი, რომელიც სიტუაციის რაღაც ბედნიერ დასარულამდე მივა მე ალბათ მშვიდობის ნობელის პრემიას მივიღებდი.
საქართველოს ემოციურად ხაზს უსვამს თავის პოზციას, რომ არასოდეს არ იტყვის უარს ტერიტორიებზე. სინამდვილეში ეს მართალია, მხოლოდ მოკლე ვადით და უფრო ფართო დროის პერსპექტივაში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის", _ აცხადებს რუსი ექსპერტი და აგრძელებს, რომ „ოდესმე, დროის მსვლელობისდა გამო, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია სტატუს-კვოდ დაფიქსირდება ახალმა მთავრობამ, ახალმა საზოგადოებამ შესაძლოა თანხმობა განაცხადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე".