"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ერთგვარად ესტაფეტა გადასცა გიორგი მარგველაშვილს,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სპორტის სასახლეში მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში გამართული ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, "საქართველოში ერთი კონკრეტლი პარტიის პრეზიდენტების ეპოქა უნდა დასრულდეს და გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი გახდება".
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არამხოლოდ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის, არამედ საქართველოს მოქალაეებისთვის. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთად და საქართველოს შევთავაზეთ ჩვენი კოალიცის საუკეთესო კანდიდატი, საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რომ ის აიღებს ბოლომდე იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც კოალიცია შეპირდა ქართველ ხალხს და აუცილებელია გიორგი მარგველაშვილისთვის მხარდაჭერა.ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ერთგვარად ესტაფეტა გადასცა გიორგი მარგველაშვილს. დღეს მან ისაუბრა იმაზეც, თუ რას აპირებს თავად და რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება და წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი ქართველების წინა)შე ამ ესტაფეტას მიიღებს წარმატებულად, გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში და საქართველო მიიღებს ყველა მოქალაქის პრეზიდენტს. საქართველოში დასრულდა ერთპარტიული პრეზიდენტების ეპოქა. პრეზიდენტი იქნებაყველა ჩვენგანის სიამაყე და ყველა ჩვენგანის დამხველი. სხვა ასპარეზი შეიძლება პაექრობისთვის - პარლამენტი, არჩევნები, სასამართლო. პრეზიდენტი კი, უნდა იყოს ცვენი სიამაყე და გიორგი მარგველაშვილი იქნება ასეთი პრეზიდენტი,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.