„საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRAS) თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარიას სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი აზრით ქართველი პოლიტიკოსების, საზოგაოდების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ტერმინის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარის გამოყენება გაუაზრებელია.
„საერთოდ „ოკუპირებული ხაზი" არის ალბათ სწორი ტერმინი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ამ ტერიტორიების მიმართ. ხოლო ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი არ ვიცი, ვერ ვხვდები... მე მგონია ეს ტექნიკური და გაუაზრებელი ტერმინია, თუმცა რა თქმა უნდა უფრო გააზრებულად თუ ვიხმართ ტერმინებს სჯობია, იმიტომ, რომ ტერმინები მერე მკვიდრდება.
მე არ მგონია, რომ ქართველი პოლიტიკოსები ტერმინის - ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი გამოყენებისას ხვდებოდნენ, რომ ეს ე.წ. ამახინჯებს", _ აცხადებს ელენე ხოშტარია და ხაზგასმით აღნიშმავს, რომ საქართველოს თავის რეგიონებთან ადმინისტრაციული საზღვრები აქვს და არა ე.წ. ადმინისტრაციული. ოკუპირებულ ტერიტორიებთან კი ადმინისტრაციული საზღვარი და საოკუპაციო ხაზი გადის.
„ეს არის ადმინისტრაციული საზღვარი და ეს არის საოკუპაციო ხაზი. რა თქმა უნდა ეს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი არ არის, როგორც მაგალითად კახეთთან ან ნებისმიერ სხვა რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვარი შეიძლება თქვა, მაგრამ არა ე.წ. ადმინისტრრაციული საზღვარი", _ აცხადებს ელენე ხოშტარია სააგენტოსთან საუბარში.