აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი „Deutsche Welle"-ს უკრაინული სამსახურისათის მიცებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს უკრაინამ შესაძლოა ამ საკითხში სომხეთის ბედი გაიზიაროს.
„უკრაინა, რა თქმა უნდა ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა და გარკვეულწილად მას ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა აქვს რუსეთთან ვიდრე სომხეთს, რომელიც გეოგრაფიულად პრაქტიკულად მოჭრილია. ამიტომაც, სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინას უფრო მეტი სუსტი წერტილი ჰქონდეს, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ამ თემას პირდაპირ დააყენებს", _ აცხადებს ზბიგნევ ბჟეზინსკი და საუბარს საბაჟო კავშირზე აგრძელებს.
მისი თქმით, ამ პროექტში დაფარული არაფერია და ნათელია, რომ მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მეორის მიყოლებით დაიპყროს დღეს დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნები.
„სინამდვილეში იქ არც არაფერია დაფარული. სრულიად ცხადია, რომ მისი არსი მდგომარეობს მცდელობაში ერთი მეორის მიყოლებით დაიპყროს დღეს დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნები. უკრაინა ამ შემთხვევაში ერთგვარი „ნადავლია" და ვფიქრობ, რომ რუსები მზად არიან ეს საკითხი გადაჭრან", _ აცხადებს ბჟეზინსკი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „აქ საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ მზად არიან თუ არა უკრაინელები თავისი დამოუკიდებლობა დაიცვან? ამიტომაც თავად უკრანელებმა უნდა გადაწყვიტონ: იქნებიან ისინი თუ არა კვლავ პროვინცია დიდი რუსეთის შემადგენლობაში".