ირაკლი ალასანიას პარტიის მტკიცებით, სერგო ხოშტარია მათი გუნდის წევრი არ ყოფილა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"სერგო ხოშტარია არც პარტიის და შესაბამისად, არც ჩვენი გუნდის წევრი არ არის", - აცხადებენ "ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებში".
შეგახსენებთ, რომ სერგო ხოშტარიას მტკიცებით, ის, რომელიც აქამდე ირაკლი ალასანიას პარტიის წევრად ირიცხებოდა, ზურაბ ნოღაიდელის გუნდში გადავიდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ხოშტარიას მათ პარტიაში წევრობას არც "მემარჯვენეებში" ადასტურებენ.