შემოდგომაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თელავში „ღვინის ფესტივალი", თბილისში „ქართული ტრადიციებისა" და „სუვენირების" ფესტივალები გაიმართება, აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გააკეთა. სიგუას განმარტებით, ანალოგიური ღონისძიებები და ფესტივალები წლის განმავლობაში, სხვადასხვა კუთხეებში რამდენჯერმე უკვე მოეწყო და ტრადიციას ტურიზმის ადმინისტრაცია არც სამომავლოდ უღალატებს და მგსავსი ღონისძიებები მრავლად დაიგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები