საქართველო ერთადერთ ქვეყანა არ არის, სადაც კოჰაბიტაციასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის მხარდაჭერით გამთართულ ონლაინკონფერენციაზე დასმულ კითხვას -„არის თუ არა გამართლებული მართველი პარტიის წარმომადგნელების და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდება?"
„კოჰაბიტაცია მსოფლიო რეალობაში არსებული ფაქტია. საქართველო ერთადერთ ქვეყანა არ არის, სადაც კოჰაბიტაციასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკოსები უნდა გაუმკლავდნენ მას, თუმცა ხანდახან ეს შეიძლება, სერიოზული გამოწვევა იყოს. საერთო ჯამში, საქართველოში დემოკრატიული პროცესი დადებითად მიმდინარეობს. გასულ ოქტომბერს თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, რაც კიდევ ერთი დემონსტრაცია იყო ქვეყნისა და მისი საზოგადოების ზრდასრულობისა. არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, მაგრამ დემოკრატიული განვითარება სახეზეა", - განაცხადა ელჩმა.