,,დიცში განვითარებული მოვლენები პირდაპირი მინიშნებაა, რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს", _განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ დიცში განვითარებული პროცესების კომენტირებისას.
პაატა დავითაია ხელისუფლებას მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიცში გაძლიერებული პატრულირება დაიწყოს.
"უახლოეს დღეებში მივდივარ ვაშინგტონში ევროპელი პარლამენტარების კონფერენციაზე სადაც სიტყვით გამოსვლისას დავაყენებ საკითხს, თუ როგორ ხდება ჩვენი ტერიტორიის ოკუპირება. ის, რაც დიცში ხდება მიუღებელია. მოუწოდებ მთავრობის წევრებს კარგად დააკვირდნენ როგორ მოქმედებს ჩვენი მეზობელი. დიცში განვითარებული მოვლენები პირდაპირი მინიშნებაა, რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს," - განაცხადა პაატა დავითაიამ.