ნებისმიერმა საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს უმცირესობებს, - - ასე უპასუხობა ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის მხარდაჭერით გამთართულ ონლაინკონფერენციაზე დასმულ კითხვას., რომელიც 17 მაისის მოლენევს ეხებოდა.
„ბატონო ელჩო, 17 მაისის აქცის შემდეგ თქვენ გამოხატეთ პოზიცია სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად. ანუ მკვეთრად განაცხადეთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფო უნდა იცავდეს უმცირესობების უფლებებს. ჩემი ინფორმაცით ისრაელის ჯარშიც კი მსახურობენ სექსუალური უმცირესობების წარმოადგენლები და მათზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება. რა იყო ის მთავარი ფაქტორი რის საფუძველზეც მიაღწია ისრაელის საზოგადეობამ „განსხვავებული" ადამიანებისადმი ასეთ ლოიალურ დამოკიდებულოებას"?
„მჯერა, რომ ნებისმიერმა საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს უმცირესობებს და არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად, რა სახის უმცირესობაზეა საუბარი. ადამიანის უფებებისა და თავისუფლებების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და დემოკრატიული ღირებულებაა. ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს. თუ გაიხსენებთ ებრაულ ისტორიას, განსაკუთრებით კი გასული საუკუნის ისტორიას, ეს ცხადიცაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ისრაელის საზოგადოება მრავალფეროვანია. ჩვენთან ცხოვრობს მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც არ არის ებრაელი. ამასთანავე, ისრაელის მოქალაქენი არიან ებრაელები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან არიან ჩამოსულები. ასე რომ, ისრაელში ყოველი ჩვენგანი გარკვეულწილად, ამა თუ იმ უმცირესობის წარმომადგენელია", -განაცხადა ელჩმა.