გერმანიის ბუსნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა მომავალ მმართველ კოალიციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა შეათანხმეს. როგორც მოსალოდნელი იყო ქვეყნის კანცლერის პოსტს ანგელა მერკელი შეინარჩუნებს, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გიდო ვესტერველლე ჩაუდგა სათავეში.
მოლაპარაკებები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკსა და ლიბერალური თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას შორის გაიმართა.
ახალი მთავრობაში 16 მინისტრი იქნება. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კაბინეტში შვიდ მინისტრის პორტფელს და კანცლერის პოსტს მიიღებს.
ხუთი მინისტრით იქნება კაბინეტში წარმოდგენილი თავისუფალ დემოკრატიულ პარტია, ხოლო ბავარიულ ქრისტიან-სოციალური კავშირს სამი სამინისტრო ეყოლება.
გერმანიის ვიცე-კანცლერის და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, როგორც მოსალოდნელი იყო თავისუფალ დემოკრატიულ პარტიის თავმჯდომარეს გიდო ვესტერველეს ერგო. ფინანსთა სამინისტროს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელი ვოლფგანგ შოიბლე უხელმძღვენელებს, რომელსაც წინა "დიდი კოალიციის" მთავრობაში შს სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობა ეჭირა. ეკონომიკის მინისტრი ლიბერალი რაინერ ბრუიდერლე იქნება, ხოლოდ ახალი შს მინისტრი ქრისტიან-დემოკრატი ტომას დე მეზერი.
შრომისა და სოციალური საქმეების სამინისტროს, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელი ფრანც იოზეფ იუნგი უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრი კი ახალგაზრდა ქრიატიან-სოციალისტი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი გახდება, რომელიც ბუნდესტაგის არჩევნების წინ ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი იყო.