ანალიტიკური ბიუროს Alte et Certe-ს ხელმძღვანელი ექსპერტი კავკასიის საკითხებში ანდრეი ეპიფანცევი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უკმაყოფილება არავითარ გავლენას არ მოახდენს ევროპის სამაუწყებლო კავშირის გადაწყვეტილებაზე.
„მსოფლიო საზოგადოებისთვის ოლიმპიადის თემა განუზომლად დიდია რომელიმე სახელმწიფოს ფანტომური ტკივილებსა და ამბიციებზე, ქვეყნისა, რომლის ხელისუფლებამ თავად ძალიან ბევრი გააკეთა იმისათის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის მათგან დამოუკიდებელი ყოფილიყო.
საქართველოს გამო არავინ ოლიმპიადას არ გადადებს და არც თავის სპორტსმენების გაგზავნაზე იქ იტყვის უარს. ალბათ ყველა არც არაფერს არ შეიმჩნევს", _ აცხადება ეპიფანცევი და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არც არფრით არ დასრულდება.
„პრაქტიკულად დასრულებულია საზღვრის დემარკაციის პრობლემა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის. საქართველო იქცევდა ყურადღებას, გრეხდა ხელებს, გამოდიოდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აგზავნიდა კორესპოდენტებს საზღვარდარეთ და რა? არაფერი. ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე სერიოზულად არც განხილულა.
აფხაზი და სამხრეთოსეთელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ ამბავიც ასევე იქნება წაყტუებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სტატის-კვო არ შეიცვლება, ქართველი და დასავლელი სპორტსმენები ოლიმპადაზე ჩამოვლენ", -აცხადებს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაციონალურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის სარეგისტრაციო ბაზაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად შეიყვანა, მეტიც ევროპის სამაუწყებლო კავშირმა ტელეჟურნალისტებს ამ ორი რეგიონიდან მისცა საშუალება სოჭის ოლიმპიადაზე აკრედიტაცია გაევლო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.