2013 წლის 4 სექტემბრიდან ბანკი „რესპუბლიკა" სოფლის მეურნეობის სამინისტრის ინიციატივით მიმდინარე შეღავათიანი აგროსესხების პროექტის მეხუთე კომპონენტს შეუერთდა. პროექტის ამ კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხები წლევანდელი რთველის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს კი შესაძლებლობა ექნებათ, ყურძნის შესაძენად საჭირო საბრუნავი საშუალებები შეღავათიანი პირობებით მიიღონ.
რამაზ კუკულაძე, ბანკ „რესპუბლიკის" კომერციული დირექტორი: „როგორც ყოველთვის, ბანკი „რესპუბლიკა" თავის კლიენტებს საქმიანობის წარმატებით გაგრძელებაში უწყობს ხელს. მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია და ბანკი „რესპუბლიკა" როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, განაგრძობს მის შემდგომ განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანას. ჩვენს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ამ ინიციატივით და აიღონ შეღავათიანი კრედიტი, რაც სეზონის წარმატებით დასრულების და სამომავლო სტაბილურობის გარანტიაა."
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ყველა ფილიალში, ასევე, ცხელ ხაზზე: 2 90 90 90. ვებგვერდზე: www.br.ge განთავსებული ინფორმაციის გარდა, ბანკის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს სიამოვნებით გააცნობენ კრედიტის მიღების პირობებს.