ქართული ლუდი რუსულ ბაზარზე შესასვლელად ემზადება. რამდენიმე დღის განმავლობაში, „როსპოტრებნადზორის" ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ლუდის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას მოახდენს. „იზვესტიას" ინფორმაციით, „როსპოტრებნადზორის" 6 კაციანი ჯგუფი საქართველოში იმ კომპანიების ინსპეტირებას განახორციელებენ, რომელთაც რუსეთში საკუთარი პროდუქციის შეტანა სურთ. გამოცემის ინფორმაციით, ორჯერ ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ რუსეთმა ემბარგო მოხსნა, რომელიც თავის მხრივ ქვეყანამ 2006 წელს დააწესა. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ რუსეთში უკვე შეიტანა 15 მლნ ბოთლი მინერალური წყალი და 8 მლნ ბოთლი ღვინო. თუმც ახლა უკვე ჯერი ქართულ ლუდზე, რომელიც რუსულ ბაზარზე შესვლის მოლოდინშია.
მიმდინარე ვიზიტის დროს რუსი სპეციალისტები 20-მდე ლუდისა და მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიას მოინახულებენ, თუმც რუსი სპეციალისტები ქართული ლუდის ხარისხს პირველად შეამოწმებენ.
ლუდის მწარმოებელი კომპანიებიდან, რუსეთის ბაზარზე შესასვლელად პირველი „ნატახტარი" ემზადება, რომელიც თურქული Efes -ის საკუთრებაა. „იზვესტია" იტყობინება, რომ „ნატახტარი" ადგილობრივი ბაზრის ლიდერი კომპანიის და ის ბაზრის 60 %-ის მფლობელია.ამ დროისათვის ქართული ლუდის ექსპორტი 16 ქვეყანაში ხორციელდება