"ალიანსი საქართველოსთვის" დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ "ალიანსის" ერთ-ერთმა წევრმა სოზარ სუბარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ალაიანსის" რამდენიმეპუნქტიანი ინიციატივა შესრულდება საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები აღარ იარსებებს.
"ალაიანსის მოთხოვნები ასეთია: უზრუნველყოფილ იქნას ორსულობის პერიოდში სამედიცინო მეთვალყურეობის და მშობიარობის 100%-იანი დაფინანსება სახელმწიფოს მიერ; ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით გაიცეს 500 ლარი; ანაზრაურებადი დეკრეტული შვებულების დროს დედას გარანტირებულად შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილი; 0-იდან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის ხარჯები სრულად დაფინასდეს სახელმწიფოს მიერ; მრავალშვილიანად ჩაითვალოს და მრავალშვილიანი დედებისთვის დაწესებული შეღავათები გავრცელდეს იმ დედებზე, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილი.
სუბარის განცხადებით, ეს და ამ მიმართულებით კიდევ სხვა ღონისძიებები გათვალასწინებულია "ალიანსი საქართველოსთვის" წინასაარჩევნო პროგრამაში და განხორციელდება მას შემდეგ, რაც "ალიანსი" ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისში და სხვა რეგიონებში წარმატებას მიაღწევს.