ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობაში" მონაწილე ქვეყნების არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრაში მონაწილეობს.
მინისტერიალის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რომელზეც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგზაო ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების განხორციელება და ვილნიუსის სამიტისათვის მზადების პროცესი განიხილებოდა სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა არაფორმალური დიალოგის მონაწილეებს.
შეხვედრაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.