ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ-ანხელ მორატინოსის შეფასებით, ევროკავშირის მისია საქართველოს ტერიტორიაზე თავის როლს კარგად ასრულებს.
როგორც მორატინოსმა ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრეკსონფერენციაზე განაცხადა, ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა და მათ საქმიანობას გაეცნო.
"მას შემდეგ, რაც გავიცანი მისი მოღვაწეობა, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი თავიანთ როლს კარგად ასრულებენ. სწორედ ევროკავშირის მისიაა საქართველოში სტაბილურობის გარანტი", - აღნიშნა ესპანეთის სს მინისტრმა და სინანული გამოთქვა, რომ მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს რუსეთი დაარწმუნოს, რომ სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა რეგიონის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
ვაშაძის შეფასებით, სწორედ ევროკავშირის მისია იყო, რომელმაც ომის პერიოდში მოვალეობას თავი წრამატებულად გაართვა.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მისიისა ოკუპირებიულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება არ ეძლევათ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეიგინში მისიის შესვლა და გაფართოება მოხდეს", - აღნიშნა ვაშაძემ.