მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის~ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სოსო ოსიაშვილის ინფორმაციის თანახმად, საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში ~ნაციონალური მოძრაობის~ აქტივისტები ამ სოფლის გამგებლის, ნუკრი ბეჟიტაშვილის სახელით მოქმედებენ და სოფლის მოსახლეობას აშინებენ. კერძოდ, წყაროსთავის მცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ მოძრაობასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, სოციალურ დახმარებებს მოუხსნიან და პრობლემებს შეუქმნიან.
ოსიაშვილის განცხადებით, მუქარა შეუთვალეს აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველოსბის არჩევნებში მოძრაობის კანდიდატს აჩიკო ფოცხვერაშვილს და თავისი კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს.