,,ახლა უკვე მართვის მოწმობების აღება საქართველოში 500-ლარად შეიძლება", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, ასეთი პრეცედენტი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოუდგენელი იყო.
,,რამდენს მეხვეწებოდნენ, რომ მართვის მოწმობა ფულით აეღოთ, მაგრამ ვეუბნებოდი გიჟები ხომ არ ხართ, შანსი არ არის, რომ ვინმეს გაუკეთო, ახლა კი 500-ლარი ღირს", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით ევრაზიული კავშირის გამოხატულებაა ის რაც დღეს საქართველოს საბაჟოებზე ხდება.