სეპარტისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პარლამენტმა რუსეთის ფედერაციასა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი უვიზო რეჟიმის მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.
"კანონს თან ახლავს სამხრეთ ოსეთის მიერ მომზადებული იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომლებიც ამჟამად დამუშავების სტადიაშია და სადაც ჩამოთვლილია იმ დოკუმენტთა ნუსხა, რომელთა მეშვეობითაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში ყოფნის უფლება ექნებათ ", _ იუწყება კომიტეტი.
"სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალების უფროსი ალექსანდრე მურზინი უკვე გუშინ მზად იყო ეს ხელშეკრულება აემოქმედებინა, მაგრამ დოკუმენტების ნიმუშები მასთან დროულად ვერ მივიდა. დღეს უკვე პროცედურა დასრულდება და ხელშეკრულებაც ამოქმედდება", _ განაცხადა ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯოევმა.