ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე. ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია რამოდენიმე დღეში ბრიუსელს ოფიციალურად წარადგენს ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქთა საკონკურსო სიაში, ამის შესახებ განცხადება დღეს ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გააკეთეს.
ჩემპიონატის გასამართი მატჩებისათვის წარდგენილი სტადიონების სიის სათავეშია ბრიუსელის "მეფე ბოდუანის" სახელობის სტადიონი, რომელიც უნივერსალურ სპორტულ არენას წარმოადგენს.
ბრიუსელის სტადიონზე შესაძლებელია ფეხბურთის და რაგბის მატჩების გამართვა, სტადიონი ასევე ეკიპირებულია ძალოსნობის თითქმის ყველა სახეობის ღონისძიებების ორგანიზებისათვის.
აღსანიშნავია რომ, ბრიუსელის "მეფე ბოდუანის" სახელობის სტადიონზე ყოველწლიურად იმართება ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის "ბრილიანტის ლიგის" დასკვნითი ფინალური ეტაპი.
ბრიუსელის "ბოდუან არენა" 60 ათას მაყურებელს იტევს.