"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას შეფასებით, ოპოზიცია და საზოგადოება ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ რუსეთთან უფრო დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო.
ასე ეხმაურება კუკავა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს.
"ეს ვიზიტი ემსახურება იგივე ამოცანას, რაც ჩვენ გვაქვს - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტივის გაჩენას. ამას, რათქმაუნდა, მივესალმებით. საქართველოს ხელისუფლება არის უპასუხისმგებლო და მისი ზოგიერთი სატელიტიც არის უპასუხისმგებლო, თუმცა მთლიანობაში, ოპოზიცია და საზოგადოება ნელ-ნელა აცნობირებს, რომ საქართველის სჭირდება უფრო დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში", - განუცხადა კუკავამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფება.