დამოუკიდებელი დეპუტატი, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი კობა დავითაშვილი ქართული მიწების სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების ამკრძალავი კანონპოექტის ინიციტივით გამოდის.
დავითაშვილის თქმით, აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურად გამყარებისთვის 200 000-მდე მოქალაქის ხელმოწერაა საწირო, შემდეგ კანონპროექტის ინიცირება მოხდება და პროცესის ბოლო ეტაპი მიწების უცხოელებზე გასხვისების კონსტიტუციურად აკრძალვა იქნება.
"კერძო საკუთრება შეიძლება ჰქოდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. ეს სხვათა შორის ანაბრების საკითხსაც უკავშირდება. მიმაჩნია, რომ როდესაც სახელმწიფოს აქვს ვალი საკუთარი ხალხის წინაშე, ჯობია ცვენი მიწა-წყალი საქართველოს მოქალაქეების ხელში იყოს, ვიდრე უცხოელების ხელში. ამისათვის საჭიროა 4 თვის განმავლობაში 200 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, შემდეგ ინიცირება მოხდება პარლამენტში, კონსტიტუციაში შევა ცვლილება და ქართული მიწა საქართველოს მოქალაქეთა ხელში იქნება,"- განაცხადა კობა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებითვის ქართული მიწის მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავის მოსახლეობას გააცნო.