საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოთ, მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება.
"ასეთი ტიპის კანონპროექტები უფრო ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმოჩენას როგორც დევნილ და დაჩაგრულ ძალად. ასე რომ, იმას ვერ ვიტყვი, რომ კობა დავითაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის შეკრული და მათი ინტერესებიდან გამომდინარე აყენებს ასეთ კანონპროექტებს, არამედ, უბრალოდ მას უნდა რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს,"- განაცხადა ზურაბ აბაძიძემ.
ცნობისთვის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესდეთ და მათ საჯარო სამსახურებში მაღალი თანამდებობების დაკავება კანონით აეკრძალოთ.