მე მჯერა საქართველოს ლიდერების პირობისა, რომ საქართველოს მიზანია ევროპა განაცხადა გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა.
"ევროპა, მისი საკმაოდ ფართო გაგებით, რომელიც თავის თავში მოიცავს დემოკრატიას, - სამართლებრივ სახელმწიფოს, სიტყვის თავისუფლებას, აუცილებელ ეკონომიკურ რეფორმებს. მე კვლავინდებურად მწამს, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება", - განაცხადა თომას ჰენდრიკ ილვესმა.