,,თენგიზ გუნავა და ,,ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციას თავად გეგმავს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას განაცხადების კომენტირებისას.
,,პროვოკატორი თავად გუნავაა. ხალხმა თუ ბაქრაძის ზუგდიდში სტუმრობა გააპროტესტა, ეს რა პროვოკაციაა?", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მიქაიამ.
მისივე განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ ზუგდიდში მშვიდობიანი აქცია გაიმართოს.
,,ჩვენ შეიძლება მშვიდობიანი აქცია ჩავატაროთ, ,,ნაციონალების" სტუმრობის გამო, რადგან ეს ხალხის მოთხოვნაა. პროვოკაციას ველოდებით თავად მათგან, თორემ ჩვენ არანაირ პროვოკაციას არ ვგეგმავთ", _განაცხადა მიქაიამ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას განაცხადებით, ზუგდიდში, ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის მიერ ამომრჩევლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე "ქართული ოცნება" პროვოკაციას ამზადებს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" თენგიზ გუნავამ განუცხადა.
მისივე განცხადებით, პროვოკაციის ორგანიზატორები "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოგია და "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს კახა მიქაია არიან.