ევროკავშირმა სომხეთთან ასოციაციაზე უარი განაცხადა. განცხადება ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გააკეთა. მისივე განმარტებით, სომხეთთან ასოიციაციის შესახებ ხელშეკრულება ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის მიღმა იმყოფება.
„გეთანხმებით, რომ ამჟამად სომხეთთან ასოიციაციის შესახებ ხელშეკრულება ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის მიღმა იმყოფება. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან", _ აღნიშნა ბილდტმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააზუსტა, რომ ეს დაკავშირებულია სომხეთის მთავრობის პოზიციასთან, რომელმაც გადაწყვიტა გაამყაროს კავშირები საბაჟო კავშირთან რუსეთის ფედერაციის ეგიდის ქვეშ.
ბილდტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, რომელთანაც აღმოსავლეთ პარტნიორობის თემას [ირადი შეხვედრის დროს განიხილავდა.
შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბეტს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა საბაჟო კავშირში გაწევრიანდეს და მონაწილეობა მიიღოს ევრაზიული კავშირის შემდგომ ფორმირებაში.