აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიის ხელთ არსებულ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, აშშ-ს პოზიცია განმარტა. მან განაცხადა, რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ამერიკელთათვის განკუთვნილ ტელემიმართვაში ობამამ მოქალაქეებს განუმარტა, თუ რატომ არის აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებისათვის აუცილებელი ის, რომ ქვეყანამ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე რეაგირება მოახდინოს.
ობამამ განმარტა, რომ აშშ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში არ ერეოდა, მაგრამ 21 აგვისტოს მომხდარმა ქიმიურმა იერიშმა, რომელიც, ობამას თქმით, ასადის რეჟიმმა განახორციელა, ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ასობით ბავშვის. მისივე თქმით, სამხედრო ჩარევა ამ შემთხვევაში აუცილებელია იმისათვის, რომ მსგავსი არ განმეორდეს.
„არავის არ დავობს იმაზე, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მსოფლიომ ათასობით ვიდეო და ფოტოსურათი ნახა, რომელიც ქიმიურ იერიშს მოწმობს.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები ავრცელებდდნენ ინფორმაციას ათასობით მოწამლული ადამიანის შესახებ. მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ასადის რეჟიმი პასუხისმგებელია ამ იერიშზე. 21 აგვისტოს წინა დღეებში, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ასადის მომხრეები იერიშისათვის ემზადებოდნენ. მათ თავიანთ სამხედრო მოსამსახურეებს ნიღბები დაურიგეს და რეჟიმის კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიიდან რაკეტები გაუშვეს იმ მიმართულებით საიდანაც ოპოზიციის ძალების განდევნას ცდილობდდნენ", _ განაცხადა ობამამ და აღნიშნა, რომ ამერიკელი ჯარისკაცის ფეხი არ იქნება სირიის ტერიტორიაზე და თავად ის ამ პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა.
„მე არ გავაგზავნი ჯარს სირიაში, დარტყმაც შეზღუდული იქნება. თავისი შეზღუდული დარტყმით მხოლოდ ამერიკას შუძლია სიგალი მისცეს ასადს, რომელიც მანამ ვიდრე ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ორჯერ დაფიქრდება", _ განაცხადა ობამამ.
ამას გარდა, ობამამ ასევე პირობა დადო, რომ ის განიხილავს რუსეთის წინადადებას სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლ ქვეშ გადაცემის შესახებ.
„ჯერ ჯერობით ნაადრევია საუბარი იმის შესახებ იქნება თუ არა ეს წინადადება წარმატებული", _ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები