,,საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარეს მოუწოდებს ცესკო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს.
,,ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს და მისგან მოვითხოვთ, რომ გადახედოს იმ არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს", _განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისაცა ზურაბიშვილმა ორვე ინსტანციის სასამართლოში_საქალაქოსა და სააპელაციოში გაასაჩივრა, მაგრამ დამარაცხდა. ამავე დროს, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის ვინაობა. ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი სამი კანდიდატიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე თამარ ჟვანიას, მანუჩარ გამყრელიძის და კონსტანტინე ამირეჯიბის კანდიდატურებს შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.