"კონსერვატიული პარტია" საარჩევნო კომისიებში თავის ქვოტას სერთიფიცირებული კადრებით დააკომპლექტებს. ამის შესახებ "კონსერვატორები" სპეციალურ განცხადებას აქვეყნებენ.
"როგორც ცნობილია ოპოზიციურ პარტიებს საოლქო და სააუბნო საარჩევნო კომისიებში გაჩნიათ ქვოტა, რომელიც ბოლო 2 არჩევნების მაგალითზე პრაქტიკულად შემთხვევითი ადამიანებით კომპლექტდება, რაც ხელს უწყობს არჩევნების გაყალბებას. კონსერვატიული პარტია მიიჩნევს, რომ ეს ქვოტა დაკომპლექტებული უნდა იქნეს არა მხოლოდ პარტიული აქტივისტებით, არამედ პროფესიული კადრებით - გამოცდილი იურისტებით, რომლებიც სერთიფიცირებულები არიან და შეუძლიათ რეალურად გაწიონ ზედამხედველობა საარჩევნო პროცესში კანონის დაცვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უნდა დაკომპლექტდეს 4000 საარჩევნო უბანი საქართველოს ყველა რეგიონში, რაც მხოლოდ პარტიული რესურსებით სრულიად წარმოუდგენელია. საარჩევო კომისიის წევრის თანამდებობა ანაზღაურებადია. იმ პირებს ვისაც ჯერ არა აქვს შესაბამისი სერტიფიკატი შევახსენებთ, რომ ტესტირებაზე საბუთები მიიღება 2010 წლის1 დან 10 მარტამდე. მსურველებს ვთხოვთ მოგვამრთოთ კონსერვატიული პარტიის ოფისებში, ან შეავსოთ ელექტრონული განცხადება მისამართზე: ჰტტპ://ცონსერვატივეს.გე/კომისია", - ნათქვამია "კონსერვატორების" განცხადებაში.