,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი ბორდის დღევანდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს, რომელიც ,,ნაციონალურ მოძრაობასთანაა" დაკავშირებული.
მისივე განმარტებით, ამგვარი გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ ტყუილად არ ხდება.
" ასეთი გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ ტყუილად არ ხდება. ამაში ვხედავ პოლიტიკურ მხარეს. პოლიტიკურ ძალაში ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ბორდი დაკომპლექტებულია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ", - განაცხადა ბარათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა ბორდმა არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მიზეზი ბარათაშვილის მხრიდან არაადეკვატური მუშაობა გახდა. ამ ეტაპზე გიორგი ბარათაშვილის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე ასრულებს.