საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განმარტებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის შემოდგომამდე მოეწერება. როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ზალკალიანმა განაცხადა ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა..
,,პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე დღის წინ ვილნიუსში ევროკავშირის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველო, მას შემდეგ რაც მოხდება ვილნიუსში პარაფირება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მოხდება ასევე მისი ხელმოწერა. ხელმოწერა მოხდება 2014 წლის შემოდგომამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც 2014 წელს, ევროკავშირის ამჟამინდელ კომისიას ეწურება ვადა. - განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალანის განმარტებით ის ფაქტი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებიდან მალევე მოხდება მისი ხელმოწერა მიანიშნებს იმაზე, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.
"ეს ფაქტი, მიგვითითებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია საქართველოში", - განაცხადა ზალკალიანმა.