თბილის მერის გიგი უგულავას განცხადებით, ამხანაგობების პროგრამების შეჩერება იგეგმება. ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, მერისა და გამგეობებში კაცი აღარ დარჩა ვინა დაკითხვაზე არ ყოფილა.
,,ახლა საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც პირდაპირ პოლიტიკური ინსტრუმენტია ახალი უმრავლესობის საკრებულოში, შემოვა თუ გავა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ვერც არსებით რამეს მოიტანს და ის წინასწარვე პოლიტიკურად მოტივირებულია, რომ არაფერი ვთქვათ მის კომპეტენციის ხარისხზე. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება, სამწუხაროდ, იმ გადაწყვეტილებას, იმ არაკომპეტენტურ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც საკრებულომ მიიღო. მე ვგულისხმობ ამხანაგობების პროგრამების შეჩერებას. ამით მათ სილა გააწნეს უამრავ თბილისელს, რომელიც კორპუსში ცხოვრობს, რომელსაც პრობლემები აქვს და რომლის პრობლემების ეფექტური მოგვარების საშუალება არის ეს", _ განაცხადა უგულავამ.
უგულავა არ იზიარებს საკრებულოს წევრების განცხადებას, თითქოს, ამხანაგობების თავმჯდომარეები "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები არიან.
"სიმართლე გითხრათ, არავის კოორდინატორები ისინი არ არიან, ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელიც კორპუსმა აირჩია და შესაბამისად, აი ამ პროგრამების განხორციელებისთვის იღებდნენ ძალიან მცირე, დაახლოებით 100 ლარ ანაზღაურებას. არსებობს გამოთქმა და ჭკვიანი ადამიანი, თუ ჭკვიანი პარტია, თუ ჭკვიანი ჯგუფი ამ გამოთქმით იხელმძღვანელებდა, რომ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო. არ გაითვალისწინეს მათ ჩვენი მოსაზრებები და შედეგიც მივიღეთ ის, რომ პრაქტიკულად მოგვიწევს შეწყვეტა დაფინანსების - ლიფტების, სახურავების, შიდა კომუნიკაციების, სადარბაზოების კეთილმოწყობის და ა.შ", - განმარტა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები