„ნაციონალური მოძრაობის" სურვილები ნამდვილად არ გამართლდება და საქართველო ინვესტორებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა იქნება"- ასე პასუხობს ქვეყნის ფინანსთა მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომლებიც განმარტავენ, რომ ქვეყნისადმი ინტერესი ინვესტორებმა დაკარგეს.
„მინდა შეგახსენოთ ჩვენი პირველი კვარტალი პოლიტიკურ სპექტრში როგორი იყო, იყო მუდმივი მუქარა, რომ თქვენ 4 წელი არავინ გაცლით და რომ ჩვენ 19 აპრილს ამას ვიზავთ, იმას ვიზავთო. რაც თავისთავად ცხადია ინვესტორებზე დადებითად არ მოქმედებს. თუმც მინდა გითხრათ, რომ წელს ინვესტიციების მოცულობა ქვეყანაში იყო უფრო მეტი ვიდრე შარშან, მეორე, მესამე ან მეოთხე კვარტალში. ასე, რომ ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით სერიოზული მოლოდინებია. საინვესტიციო ფონდის დაფუძნების შემდეგ, სადაც წინასწარი მონაცემებით 6 მლრდ დოლარამდე იქნება აკუმულირებული, ჩვენ 3-4 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს უნდა ველოდოთ საქართველოში"- აცხადებს ნოდარ ხადური.